ქალაქ ბათუმში 150 ბავშვი გათვლილი, #26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ზონები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
განახლებული შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 5.3 მილიონი ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ადგილზე გაეცნენ.